გიორგი გახარია: მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო პოლიტიკურად ნეიტრალური, ეფექტური პოლიციის მნიშვნელობა იმისთვის, რომ ქვეყანაში მუდმივად იყოს სტაბილურობის შეგრძნება

“მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო პოლიტიკურად ნეიტრალური, ეფექტური პოლიციის მნიშვნელობა იმისთვის, რომ ქვეყანაში მუდმივად იყოს სტაბილურობის შეგრძნება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს სისტემები ყოველდღიურად ვითარდებოდეს.

პრემიერმინისტრის თქმით, დაფასებული პოლიციელი, ჯარისკაცი, მეხანძრე-მაშველი, პროკურორი ეს არის სახელმწიფოს განვითარების ის აუცილებელი კომპონენტი, რომელიც უკიდურესად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ყველა სხვა სფეროში ქვეყანა იყოს წარმატებული.

„საბოლოოდ, ეს დადის თითოეულ ადამიანამდე, ეს დადის როგორც ჩვენს თითოეულ მოქალაქემდე, ასევე,  სამართალდამცავი სისტემის თითოეულ წარმომადგენლამდე, ამიტომ დაფასებული პოლიციელი, დაფასებული ჯარისკაცი, დაფასებული მეხანძრე-მაშველი, დაფასებული პროკურორი ეს არის სახელმწიფოს განვითარების ის აუცილებელი კომპონენტი, რომელიც უკიდურესად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ წარმატებული ყველა სხვა სფეროში. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ყველა ეს სისტემა უნდა განვითარდეს, უნდა იყოს ეფექტური ერთადერთი პირობით – ადამიანის უფლებების დაცვის შესაბამისი სტანდარტების პირობებით”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები