პარლამენტში საგაზაფხულო სესია დღეს დაიხურება

საქართველოს პარლამენტი საგაზაფხულო სესიას დღეს დახურავს.
რეგლამენტის გათვალისწინებით, საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლო პარასკევს იხურება. შესაბამისად, საგაზაფხულო სესია დღეს სახელმწიფო ჰიმნის ფონზე დაიხურება.

იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტს კანონპროექტები აქვს დასამტკიცებელი, საკანონმდებლო ორგანო საქმიანობას რიგგარეშე სხდომების ფორმატში გააგრძელებს.

რეგლამენტის გათვალისწინებით, საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს გაიხსნება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები