საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდი ისევ ჩაკეტა

ენგურის ხიდი, რომელიც, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით, 22 ივნისიდან იყო გახსნილი, დღეს ისევ ჩაიკეტა.

ოკუპირებული აფხაზეთის მედიის ინფორმაციით, სამი დღის განმავლობაში ე.წ. საზღვარი 794-მა მოქალაქემ გადაკვეთა.

ენგურის ხიდის გავლით ოკუპირებულ აფხაზეთში დაბრუნების უფლება მხოლოდ ე.წ. აფხაზური პირადობისა და დროებითი საცხოვრებლის მქონე პირებს ჰქონდათ.

ოკუპირებული აფხაზეთიდან სამეგრელოს მიმართულებით გადაადგილება აკრძალული იყო.

წყარო: 1TV.GE

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები