გეკა გელაძე შავნაბადას სპეცდანიშნულების რაზმის ბაზაზე გამართულ ტაქტიკური მომზადების საჩვენებელ წვრთნას დაესწრო

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი – გეკა გელაძე, მოადგილეებთან ერთად, შავნაბადას სპეცდანიშნულების რაზმის ბაზაზე გამართულ ტაქტიკური მომზადების საჩვენებელ წვრთნას დაესწრო.

სუს-ის ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, მებრძოლებმა სხვადასხვა სახის სპეციალური ოპერაციები და საცეცხლე მომზადების იმიტირებული საველე დავალებები შეასრულეს.

“საჩვენებელი წვრთების პარალურად სამსახურის უფროსმა სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ჯავშანტექნიკა და სპეციალური აღჭურვილობა დაათვალიერა”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები