ევროკავშირში კოვიდ-19-ის სამკურნალოდ პირველი წამლის გამოყენების რეკომენდაცია გასცეს

მედიკამენტების ევროპული სააგენტო კორონავირუსის სამკურნალოდ, პირველი პრეპარატის სახით, “რემდისივირის” გამოყენების რეკომენდაციას იძლევა.

ამის შესახებ ნიდერლანდების სამკურნალო საშუალებების შეფასების კომისიაში განაცხადეს.

ორგანიზაციის მონაცემით, რეგისტრაცია ერთ წელზეა გაცემული იმ პირობით, რომ მწარმოებელი კვლევის შესახებ დამატებით ინფორმაციასა და წარმოების პროცესის შესახებ ინფორმაციას წლის ბოლომდე წარადგენს.

“მას შემდეგ, რაც ევროკომისია ნებას დართავს, ევროკავშირში ექიმებს შეეძლებათ ამ პრეპარატის გამოწერა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის. ფილტვების ანთებისა და ჟანგბადის დამატებითი საჭიროების მქონე პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა რემდისივირის მიღების შემდეგ, საშუალოდ, ოთხი დღით ადრე უმჯობესდება”, – აღნიშნავენ კომისიაში.

ჰოლანდიელი სპეციალისტები ელოდებიან, რომ ევროკომისია პრეპარატზე ნებართვას უკვე მომდევნო კვირას გასცემს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები