გიორგი გახარია: 496 ოჯახს, ჩვენს დევნილებს, ჯანდაცვის სამინისტრო გადასცემს ახალ ფართობს, ახალ ბინას ან დაუკანონებს უკვე არსებულს
“496 ოჯახს, ჩვენს დევნილებს ჯანდაცვის სამინისტრო გადასცემს ახალ ფართობს, ახალ ბინას ან დაუკანონებს უკვე არსებულს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
პრემიერმინისტრის თქმით, წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე მსგავსი დადგენილება იქნება, რომელიც დამატებით 500 დევნილს შეეხება.
„წლის ბოლომდე მსგავსი დადგენილებები ჩვენ კიდევ რამდენიმე გვექნება, რომელიც შეეხება, დაახლოებით, 500 დევნილს მთელი ქვეყნის მასშტაბით”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.