საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 914 გახდა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი კვლავ 768-ია.

კარანტინის რეჟიმშია 2744 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 258 პირი იმყოფება.

ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები