ადვოკატის განცხადებით, მცხეთის პოლიციაში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ორი მოწმის გამოკითხვა დღეს ვერ მოხერხდა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მცხეთის პოლიციაში გამოკითხვაზე დაბარებულმა ორმა პირმა საგამოძიებო ორგანო დატოვა.

საქმეში ფიგურანტი შავი “ტოიოტა კამრის” მძღოლმა და მისმა მგზავრმა პოლიციის შენობა ისე დატოვეს, მათი გამოკითხვა ვერ მოესწრო, ვინაიდან ამ დრომდე დილიდან დაწყებული გამოკითხვები არ დასრულებულა.

როგორც მოწმეთა ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, პოლიციაში მათ უთხრეს, რომ დღეს გამოკითხვას ვერ ასწრებდნენ და თავად დაუკავშირდებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები