თამარ ჩუგოშვილი: მიხარია და მაქვს განცდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენაზე არანაირი საფრთხე არ დაემუქრება

“ძალიან მიხარია და მაქვს განცდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენაზე არანაირი საფრთხე არ დაემუქრება”, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელი კენჭისყრა სარისკო იყო, რადგან ოპოზიციის დიდი ნაწილი კენჭისყრაში არ მონაწილეობდა.

„ჩემი აზრით, არასწორად არ მონაწილეობდნენ. მათ ჰქონდათ პასუხისმგებლობა, რომ მონაწილეობა მიეღოთ კენჭისყრაში და დაკისრებული პასუხისმგებლობა სისრულეში მოეყვანათ, შეთანხმების თავიანთი ნაწილი შეესრულებინათ. მიუხედავად ამისა, მოვახერხეთ რომ ცვლილებები მიგვეღო, რაც არის მნიშვნელოვანი. ძალიან მიხარია და განცდა მაქვს, რომ მესამე მოსმენაზე არანაირი საფრთხე არ დაემუქრება. მე და ჩემმა კოლეგებმა არც ხელისუფლებასა და არც ოპოზიციას საშუალება არ მივეცით ჩაგდებისა, რისი მცდელობაც ჰქონდათ. ეს ცვლილებები კარგია ქვეყნისთვის, რომ შემდეგ პარლამენტი იყოს დაბალანსებული“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები