დავით ზალკალიანი: მივესალმები აშშ-ის საზღვაო ხომალდის – USS Porter-ის დაბრუნებას, ეს გემის მესამე შემოსვლაა ბათუმის პორტში
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი აშშ-ის საზღვაო ხომალდის, „პორტერის” ბათუმის პორტში შემოსვლას ეხმაურება.
„მივესალმები აშშ-ის საზღვაო ხომალდის – USS Porter-ის დაბრუნებას, ეს გემის მესამე შემოსვლაა ბათუმის პორტში, რაც ადასტურებს საქართველო-აშშ-ის დინამიკურ თანამშრომლობას უსაფრთხოების სფეროში. აღნიშნული ფაქტი ხაზს უსვამს ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის შავი ზღვის მნიშვნელობას და ხელს უწყობს რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობას”, – წერს მინისტრი „ტვიტერის” პირად გვერდზე.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკული სამხედრო გემი — USS Porter-ი ბათუმის პორტში დღეს, დილით შევიდა. ეს საქართველოში გემის მესამე ვიზიტია. უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მხარდასაჭერად, Porter-ი ბათუმის აკვატორიაში 2015 და 2019 წლებშიც იმყოფებოდა.