არჩილ თალაკვაძე: ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ გააძლიერა ქვეყნის სტაბილურობა, უსაფრთხოება და დემოკრატული განვითარება

„სიმართლე არის ის, რომ, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ გააკეთა პრაქტიკულად ყველაფერი, რისი საშუალებაც ჩვენ გვქონდა დროის, რესურსებისა და კონტექსტის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის სტაბილურობა, უსაფრთხოება და ქვეყნის დემოკრატია გაძლიერებულიყო”, –  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ივანიშვილი დესტაბილიზაციის მომხრე ვერ იქნება.

„ბიძინა ივანიშვილი ვერ იქნება ქვეყნის დესტაბილიზაციის მომხრე მარტივი არგუმენტებიდან გამომდინარე. მისი პრემიერმინისტრობის, მისი პარტიის თავმჯდომარეობისა და მისი ლიდერობის პირობებში მისმა გუნდმა – ჩვენმა სახელისუფლებლო გუნდმა გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ ქვეყანა გამხდარიყო უფრო სტაბილური”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები