კახა კალაძე: „ვეფხი და მოყმის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გზაგამტარის მშენებლობა დროებით შეჩერდება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში „ვეფხი და მოყმის“ ძეგლის ტერიტორიაზე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები დროებით შეჩერდება.

მისივე თქმით, პროექტი განხორციელდება, უბრალოდ, დროში გადაიწევს.

„ერთი პროექტი, რაც შეჩერდება და რაზეც შემიძლია, გადაწყვეტით გითხრათ, არის „ვეფხი და მოყმეს“ ტერიტორია, სადაც უნდა გაკეთებულიყო გზაგამტარი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს პროექტი არ განხორციელდება, ეს გადაიწევს უბრალოდ დროში. სხვა პროექტებთან მიმართებითაც ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას“, – განაცხადა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები