რუსთავში 5 წლის ბავშვმა სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაცია მიიღო

რუსთავში, 5 წლის ბავშვმა, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაცია მიიღო. შემთხვევა მე-15 მიკრორაიონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა, ასევე “სოკარ-ჯორჯია გაზის” ავარიული ჯგუფი.

ამჟამად მცირეწლოვანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები