გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროდან სახლში გადაასვენეს

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროდან სახლში გადაასვენეს.

როგორც გარდაცვლილის ბიძამ მანამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, იმედოვნებენ, რომ ექსპერტიზის დასკვნა არსებულ კითხვებზე პასუხს გასცემს.

“ვერსიები არის ბევრი, ხშირ შემთხვევაში ურთიერთგამომრიცხავი, ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში გაირკვევა ექსპერტიზის დასკვნით, მაგრამ ის პირველადი კონტურები, რომელსაც ექსპერტიზა გამოკვეთს, რამდენად საკმარისი იქნება დასკვნებისთვის, ამას მე ვერ გეტყვით. შესაძლებელია, დამატებითი კვლევები დასჭირდეს, არა ვიზუალური დათვალიერება, არამედ ლაბორატორიული კვლევები და ამის შემდეგ გაირკვეს რამე” , – აღნიშნა გარდაცვლილის ბიძამ მირიან ნიკოლაძემ.

ცნობისთვის, 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში დღეს იპოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები