სალომე ზურაბიშვილი: ვუსამძიმრებ გიორგი შაქარაშვილის ოჯახს და გამოვთქვამ დიდ მწუხარებას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

“ვუსამძიმრებ გიორგი შაქარაშვილის ოჯახს და გამოვთქვამ დიდ მწუხარებას. ამ ქვეყანაში რომ აღარ დასრულდა ახალგაზრდათა შორის ერთმანეთის სასიკვდილოდ გამეტება, ეს ჩვენი ქვეყნის დიდი ტრაგედიაა!” , – წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე”.

ცნობისთვის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები