ავიაკომპანია SkyUp-ი პირველი ივლისიდან საქართველოში ფრენებს იწყებს

ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი 1-ელი ივლისიდან საერთაშორისო რეისების განახლებას იწყებს.

ავიაკომპანიის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ პირველი რეისები საქართველოსა და ალბანეთში შესრულდება.

აღინიშნება, რომ უკვე 15 ივლისიდან ფრენები სხვა ქვეყნებშიც განხორციელდება.

ავიაკომპანიაში მგზავრებს მოუწოდებენ, ბილეთის შეძენამდე დარწმუნდნენ, რომ მათ აქვთ ქვეყანაში შესვლის უფლება.

“იმ შემთხვევაში, თუ მგზავრმა შეიძინა ბილეთი, თუმცა ქვეყანაში შესვლის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, ბილეთის ტარიფი უკან დაუბრუნდება, თუმცა პროცედურა შესაძლოა, ნახევარ წელს გაგრძელდეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ მარტიდან გამოუყენებელი ბილეთის კომპენსაციის 286 ათასამდე მიმართვა მიიღეს და მგზავრებისთვის უკვე 13 ათას ევრომდეა დაბრუნებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები