„მერაბიშვილი თანამშრომლებს ასე ესალმებოდა – აბა, ბიჭებო, რას შვრებით, დღეს არავინ უნდა მოვკლათო?!“

   ე.წ. კორტების სპეცოპერაციის დროს დაღუპული ზურა ვაგაზაშვილის მამა, იური ვაგაზაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში პოლიციის მაღალჩინოსნებისგან მიღებულ ინფორმაციას ახმაურებს. „პოლიციის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირებისგან მაქვს ინფორმაცია, რომ მერაბიშვილი დილით შინაგან საქმეთა სამინისტროში რომ მიდიოდა, თანამშრომლებს ასე ესალმებოდა – აბა, ბიჭებო, რას შვრებით, დღეს არავინ უნდა მოვკლათო?! სპეციალური რუკა ჰქონიათ შედგენილი, თბილისის რომელ უბანში რამდენი ახალგაზრდა უნდა მოეკლათ, რომ ხალხში შიშს დაესადგურებინა“! – ამბობს იური ვაზაგაშვილი. როგორც ვაზაგაშვილი აცხადებს, წელს, 9 თებერვალს, მისი შვილი 30 წლის გახდებოდა. მისი თქმით, 9 თებერვალს გარდაცვლილის ოჯახის წევრები და მეგობრები სწორედ იმ ადგილას შეიკრიბებიან, სადაც ის სისხლიანი სპეცოპერაცია ჩატარდა. შეგახსენებთ, რომ 2006 წლის 2 მაისს კორტებთან სამართალდამცველებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს, სადაც ზურა ვაგაზაშვილი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები