ელისო კილაძე უარყოფს ფაქტს, რომ ის უკრაინაში გაბუნიას პოპულარიზაციას ეწეოდა

ჟურნალისტი ელისო კილაძე  ოლეგ დეინეკის განცხადებას გამოეხმაურა. კილაძე წერს სოციალურ ქსელში, რომ დეინეკასთან კონტაქტი 2020 წლის 6 მარტის შემდეგ არ ჰქონია.

“2020 წლის 6 მარტს მომწერა “იმედის” “სკანდალური” სიუჟეტის რესპონდენტმა ოლეგ დეინეკამ და მთხოვა კონტაქტი, უკრაინულ-ქართული მედია პროექტის თაობაზე.
მე მას მივწერე ჩემი საკონტაქტო ნომერი, მაგრამ აღარ დაურეკავს !
ახლა აცხადებს, რომ დიპლომატებმა წარუდგინეს ჩემი თავი, ანტიპუტინური მოძრაობის მედია სპიკერად !
მოკლედ, რუსული ხლართია !
გვარიანად ადრე დაუწყიათ მზადება, კორონამ შეუშალათ ეტყობა ხელი !”,- წერს კილაძე.

შეგახსენებთ, საინფორმაციო სააგენტო „უკრაინის ახალი ამბების დირექტორის ოლეგ დეინიკინმა „იმედის” გადაცემაში „დღის ქრონიკა” განაცხადა, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას „ნაციონალური მოძრაობის“ ახალ პოლიტიკურ ლიდერად ამზადებდნენ. საუბრისას მან ელისო კილაძე, როგორც საკონტაქტო პირი, დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები