გარდაიცვალა ანსამბლ „დიელოს” სამხატვრო ხელმძღვანელი და სოლისტი ამირან ებრალიძე

გარდაიცვალა ანსამბლ „დიელოს” სამხატვრო ხელმძღვანელი და სოლისტი ამირან ებრალიძე.

ამირან ებრალიძე არაერთი საესტრადო სიმღერის, მუსიკისა და ჯაზური არანჟირების ავტორი და შემსრულებელი იყო. სხვადასხვა წლებში ანსამბლ „დიელოს” და საესტრადო ორკესტრ ,,რეროს” ხელმძღვანელობდა.

,,როდესაც ქართველი მსმენელის წინაშე პირველად წარვსდექით, ყველა მიხვდა, რომ ეს ესტრადაზე ახალი სიტყვა იყო“. ვოკალურ ინსტრუმენტული ანსამბლი „დიელო“ ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმული ანსამბლი იყო, რომელმაც საბჭოთა მუსიკალურ რეალობაში ახალი სიტყვა თქვა.

ანსამბლის შემოქმედებაში ქართულ ქალაქურ მუსიკასთან და პოპთან ერთად, წარმოდგენილი იყო ჯაზის ელემენტებიც. ანსამბლის რეპერტუარში არაერთი ცნობილი სიმღერაა, მათ შორის: „ჩემო მზეო“, „მუხამბაზი“, „ნიბლია“, „ყვავილების ქვეყანა“, „ხევსურული სიმღერა“ და სხვა.

ღირსების ორდენის კავალერი, ამირან ებრალიძე არაერთი საკავშირო კონკურსის ლაურეატი იყო; გადაღებულია კინოფილმებში: „წარსული ზაფხული”, „შეხვედრა მთაში”.

დაკრძალვა: 23 ივნისს, 14:00 საათზე, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიიდან (მის.: ი.ჭავჭავაძის 33).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები