არჩილ თალაკვაძე: როდესაც საქმე ეხება მოქალაქის სიცოცხლეს და უსაფრთხოებას – ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოა – სახელმწიფო იცავს თავის მოქალაქეებს

„როდესაც საქმე ეხება ჩვენი  მოქალაქის  სიცოცხლეს და უსაფრთხოებას – ჩვენი პოზიცია არის ძალიან მკაფიო – სახელმწიფო იცავს თავის მოქალაქეებს. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე და უსაფრთხოება იყოს დაცული – ეს ეხება განურჩევლად მათ შორის, გიორგი გაბუნიასაც”,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ტელეკომპანია „მთავარის” ერთ-ერთი სახის, გიორგი გაბუნიას შესაძლო მკვლელობის მცდელობის საქმეს.
„ჩემი განცხადება ეხება ნებისმიერ მოქალაქეს, ჟურნალისტს, თუ თავდასხმის მომზადების ფაქტი დადასტურდება, მათ შორის ბატონ გიორგი გაბუნიასაც. ჩემთვის აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ეს ჟურნალისტი არის ჩვენს მიმართ კრიტიკულად განწყობილი, თუ ლოიალური, იცავს ჟურნალისტურ ეთიკას თუ არა. როდესაც საქმე ეხება ჩვენს მოქალაქეს, ჟურნალისტს, მითუმეტეს ჟურნალისტის პროფესია არის ძალიან მოწყვლადი, ამ შემთხვევაში, ჩვენი პოზიცია არის ძალიან მკაფიო – სახელმწიფო იცავს თავის მოქალაქეებს”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები