მიხეილ ხიდურელი: ვმუშაობთ 24 -საათიან რეჟიმში, რომ ვიყოთ პირველები, ვინც გლობალურ კომპანიებს საქართველოში ბიზნესის გაფართოებას შესთავაზებს 

ვმუშაობთ 24 -საათიან რეჟიმში, რომ ვიყოთ პირველები, ვინც მსოფლიო ეკონომიკური გადალაგების პროცესში გლობალურ კომპანიებს საქართველოში ბიზნესის გაფართოებას შესთავაზებს , – ამის შესახებ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა კომპანია “ნესტლესთან” ონლაინ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

სააგენტო „აწარმოე საქართველოში” ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა “ნოკიას” შემდეგ, ონლაინ შეხვედრა გლობალური კორპორაცია „ნესტლეს“ ევრაზიაში რეგიონულ დირექტორ მარსიალ როლანთან და რეგიონულ მენეჯერებთან გამართეს.

შეხვედრები სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ორგანიზებით, ინვესტიციების მოზიდვის სამოქმედო გეგმის ფარგლებში ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები