თაკო ჩარკვიანი ოპოზიციის ნაწილზე: შუა ხმების წაღება უნდათ და ამ შუა ხმებით შეუერთდებიან ისევ ამ პატივცემულ ბოკერიას

აბა რა მოხდა “ლელოს” გაწევით და ალეკო ელისაშვილით?ახლავე გეტყვით რაზეა გათვლილი ეს ყველაფერი. მინდა გითხრათ, რომ შუა ხმების წაღება უნდათ ახლა და შემდეგ იქ ამ შუა ხმებით შეუერთდებიან ისევ ამ პატივცემულ ბოკერიას, რომელმაც “ნაციონალური მოძრაობის” ხმებით მოიპოვა ადგილი “ევროპულ საქართველოში” და ზუსტად ამ შუა ხმებს არ გავატანთ, – განაცხადა “კანონი და სამართლის“ დამფუძნებელმა თაკო ჩარკვიანმა „ტვ პირველის“ ეთერში.

მისივე თქმით, გიგა ბოკერიამ იმ პროეტქს დაარტყა, რომელმაც მათ გამარჯვება მოუტანა.

“პროცესი ზიანდება მაშინ როცა შენს გარიგებას აწარმოებ შენს ცბიერ ოპონენტთან, ეს არის პროცესის ჩაშლა და დაზიანება. აი ნაღდი, რაც იყო ის იყო “ძალა ერთობაშია”, რომელმაც უპირობო გამარჯვება მოუტანა. “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად იყვნენ დასავლური ვექტორის მომხრე პარტიები და ჩვენ დავდეთ დიდი გამარჯვება და მაინც და მაინც იმ პროექტს დაარტყა ბოკერიამ, მეტი არაფერი.

“ნაციონალური მოძრაობა” ვერაფრით ვერ აღმოჩნდებოდა, რომ დამშლელის ფუნქცია ქონდეს. არ არის ნაციონალური მოძრაობა იმ მდგომარეობაში, რომ დამშლელის ფუნქცია ჰქონოდა”, -განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები