თაკო ჩარკვიანი: ბოკერიას სააკშვილი ელანდება ოპონენტად, სააკაშვილი იძულებული გახდა, რომ ეთქვა – ნუ მეტოლებით როგორც პოლიტიკოსს

“ბოკერიას სააკშვილი ელანდება ოპონენტად, იმდღეს სააკაშვილი იძულებული გახდა, რომ ეთქვა – ნუ მეტოლებით როგორც პოლიტიკოსს“,- ამის შესახებ ამის შესახებ “კანონი და სამართლის“ დამფუძნებელმა თაკო ჩარკვიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

ჟურნალისტმა თაკო ჩარკვიანს მისივე სიტყვები მოუყვანა ციტატად: „მიზანი უნდა იყოს სუფთა და ნაღდი და არა დიდი სავარძლის ოცნება“, კითხვაზე ხომ არ გულისხმობდა გიგა ბოკერიას აღნიშნულ ფრაზაში, ჩარკვიანმა აღნიშნა, რომ კი.

„თითის ქნევა ბოკერიასგან?! რომლის გამოც ვიყავით ოპოზიციაში – 7 ნოემბერი, ციხის ბუნტი და ვინ-ვინ და ეკლესიის კარებს რომ ამტვრევდნენ?! ძალიან კარგად იცოდა გიგა ბოკერიამ, რომ სასულიერო პირი თუ დასაკავებელია და დასაჭერია, სამართლებრივად უნდა ეგო პასუხი და საქართველოში ეკლესიის კარი არ უნდა შეამტვრიონ“,- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები