თაკო ჩარკვიანი: ბოკერიამ შესანიშნავად იცის, რომ გამორიცხულია გარეთ, ნორმალურ პირობებში, პრაიმერ კვლევით დასახელდეს მისი პარტიიდან ან თავად პრემიერად

“ბოკერიამ შესანიშნავად იცის, რომ გამორიცხულია გარეთ, ნორმალურ პირობებში, პრაიმერ კვლევით დასახელდეს მისი პარტიიდან ან თავად პრემიერად”, – ამის შესახებ “კანონი და სამართლის“ დამფუძნებელმა თაკო ჩარკვიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ჩაფიქრებული იყო, რომ “ძალა ერთობაშია” -ს საწინააღმდეგოდ შეიქმნილიყო გაფართოებულის დიდი გაერთიანება.

ჩაფიქრებული იყო, რომ “ძალა ერთობაშიას” საწინააღმდეგოდ შეიქმნას დიდი გაერთიანება, გაფართოებულის რატომ?, იმიტომ, რომ ბოკერიას!.. გვითხრა, ეთერში იჯდა ერთ-ერთი ტელევიზიის, კარგი ტელევიზიის ეთერში, – “თეთრი ხელთათმანებით არ შეიძლება საუბარიო, რომ აი კვოტებს ინაწილებენო და ახლა ასე ვპასუხობო თორემ მერე სხვანაირადაც ვუპასუხებდიო”. სხვანაირად როგორ მიპასუხებს აბა პირადად მე?

როგორ უნდა გვიპასუხოს სხვანაირად და თითი, როგორ უნდა დაგვიქნიონ, როცა ეს ის ბოკერიაა, რომლის თითის ქნევის გამო მუდმივად, რომ მისი თითი ჩანდა ეკრანზე და ციხის ბუნტი, რომ უკავშირდება და მისმა თანაგუნდელმა ელენე თევდორაძემ ჩვენება, რომ მისცა “ციხის ბუნტის დროს ბრძანებას გასცემდა გიგა ბოკერიაო”, – ჩემი სიტყვები არ არის. აი მისი თითის გამო დაგვემართა დიდი უბედურება და ავირჩიეთ ოლიგარქი ივანიშვილი.

შესანიშნავად იცის ბოკერიამ, რომ გამორიცხულია, რომ გარეთ ნორმალურ პირობებში, პრაიმერ კვლევით დასახელდეს მისი პარტიიდან ან თავად პრემიერად. ამას მე კი არ გეუბნებით კვლევა აჩვენებს”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები