თაკო ჩარკვიანი ოპოზიციაზე: რა გაერთიანებაზე არის საუბარი?! მე იქ იდეას ვერ ვხედავ, რა იდეა უნდა დავინახო?

“რა გაერთიანებაზე არის საუბარი?! მე ვერ ვხედავ გაფართოვებულ მაგიდასთან ამას, რა ერთიანობაა, აბა მითხარით…”,- ამის შესახებ “კანონი და სამართლის“ დამფუძნებელმა თაკო ჩარკვიანმა „ტვ პირველის“ ეთერში, ოპოზიციის მიერ თბილისის ექვს ოლქში საერთო მაჟორიტარული კანდიდატების დასახელებასთან დაკავშირებით განაცხადა.

თაკო ჩარკვიანი მიიჩნევს, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას ერთიანობის დანაკლისი აქვს.

„რა გაერთიანებაზე არის საუბარი?! მე ვერ ვხედავ გაფართოვებულ მაგიდასთან ამას? რა ერთიანობაა, აბა მითხარით.. რუსული ვექტორი თბილისში ვერ აყენებს კანდიდატს, იცის რუსულმა ვექტორმა რომ ვერაფერს მიიღებს და განსაკუთრებით თბილისში. ლელო წავიდა, ელისაშვილი წავიდა, მე „ძალა ერთობაშიაში“ ვარ და ვიქნები მუდმივად. არანაირი საერთო არ შეიძლება არსებობდეს და მქონდეს, როდესაც მაგიდასთან ოკუპანტის მომხრე ზის, ღმერთმა დამიფაროს.. მე ერთი წესი მაქვს, ზურგს უკან საუბარი და ზურგში დანის ჩარტყმა არ შეიძლება, ვთქვი კიდეც რომ მხოლოდ პროპორციულთან, მე მეტი თქვენთან საერთო არ მაქვს. იმიტომ რომ ღირებულებების და იდეის გარშემო ერთობა თუ არ არის გამორიცხულია. მე იქ იდეას ვერ ვხედავ, რა იდეა უნდა დავინახო?“,- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

შეგახსნებეთ, რომ ოპოზიციამ დღეს თბილისის ექვსი მაჟორიტარული ოლქისთვის კანდიდატების შეთანხმებული სია დაასახელა. კერძოდ, ოპოზიციამ თბილისის ოლქებში შემდეგი კანდიდატები წარადგინა: მთაწმინდა – შალვა შავგულიძე; სამგორი – ლევან ხაბეიშვილი; ვაკე – ელენე ხოშტარია; გლდანი – ნიკა მელია; ისანი – გიორგი ვაშაძე; ნაძალადევი – შალვა ნათელაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები