“აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერებთან ვიდეოკონფერენციისას სანდო პარტნიორის რანგში საქართველოს ევროპული მისწრაფებები განვამტკიცეთ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე წერს.
მთავრობის მეთაური მადლობას უხდის ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს პანდემიის პერიოდში აღმოჩენილი დახმარებისთვის.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერებთან მქონდა უმნიშვნელოვანესი საუბარი ვიდეოკონფერენციის ფორმატში. სანდო პარტნიორის რანგში განვამტკიცეთ საქართველოს ევროპული მისწრაფებები და მომავალზე ორიენტირებული პროგრამის მნიშვნელობას გავუსვით ხაზი. მადლობელი ვართ ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნებისადმი პანდემიის პერიოდში აღმოჩენილი დახმარებისთვის. ევროკავშირის როლი მნიშვნელოვანია კონფლიქტის გადაჭრაში“, – აღნიშნავს პრემიერმინისტრი.