"ირაკლი ოქრუაშვილი მონაზვნებს „მონადირის სახლში“ გამოწვით ემუქრებოდა"

   შიდა ქართლში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული მიხეილ ქარელი ირაკლი ოქრუაშვილის შესახებ კიდევ ერთ სკანდალურ განცხადებას აკეთებს. როგორც „კვირას“ ქარელმა განუცხადა, ირაკლი ოქრუაშვილი სამთავისისა და გორის ეპარქიის დედაოებს „მონადირის სახლში“ გამოწვით დაემუქრა, მისი დანაბარების მონაზვნებისთვის გადაცემა კი პარლამენტის ყოფილ დედპუტატს თეო ტლაშაძეს დაავალა.
„მთელს საზოგადოებას მინდა მოვუყვე ერთი სკანდალური ფაქტის შესახებ, თეო ტლაშაძესაც და მისთვის ძალიან ახლობელ ოქრუაშვილსაც, დარწმუნებული ვარ, კარგად ახსოვთ ეს ისტორია: როდესაც ჩამოგვართვეს ატენის ხეობაში მდებარე საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი „მონადირის სახლი“ (სადაც “შეთქმულები”ვიკრიბებოდით), გარკვეული პერიოდი უპატრონოდ იყო მიგდებული და გაჩნდა აზრი, რომ „მონადირის სახლი“ გადასცემოდა გორის ეპარქიას სარგებლობაში, რაც, პირველ რიგში, დაიცავდა ძარცვისაგან და ნგრევისაგან, ხოლო მეორე ის, რომ მონადირის სახლს უკვე ძალიან სჭირდებოდა მოვლა-პატრონობა და გორის ეპარქიის სასულიერო პირებზე უკეთესად ვინ მოუვლიდა? ეს სასიხარულო ამბავიც კი იყო. ოქრუაშვილმა კი, როდესაც შეიტყო ეს ამბავი, თეოს უყვიროდა: “მაგათ გადაეცი, ვინც ფეხს შეადგამს, შიგნითვე ჩავწვავო!” მე ძალიან კარგად მახსოვს, როგორი გაოგნებული იყო თეო ოქრუაშვილის მუქარით, როცა დედაოებს „მონადირის სახლში“ გამოწვით ემუქრებოდა, თუკი შიგ შევიდოდნენ“, – აცხადებს მიხეილ ქარელი „კვირასთან“ საუბრისას.
ამასთან, ყოფილი გუბერნატორი თეო ტლაშაძეს მოუწოდებს, ეყოს გამბედაობა, რათა აღნიშნული ინფორმაცია დაადასტუროს. „ამასთან დაკავშირებით მაინც ეყოს გამბედაობა თეო ტლაშაძეს და თქვას სიმართლე, თუ მხოლოდ ფარისევლობა არაა მათი ეკლესიისადმი დამოკიდებულება!“, – აცხადებს ქარელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები