ევროკომისიის პრეზიდენტი: საქართველო ძალიან ცხადი მიზნების კომბინაციას, ეკონომიკურ დახმარებას, ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობების გამყარებას უნდა ელოდოს 

future European Commission President Ursula Von der Leyen pictured during a press conference by the future president of the European Commission, at the European Commission headquarters, in Brussels, Tuesday 10 September 2019. Von der Leyen presents the members of the new commission that will start on 01 November. BELGA PHOTO THIERRY ROGE (Photo credit should read THIERRY ROGE/AFP/Getty Images)

გავაკეთებთ ყველაფერს რაც შეგვიძლია ინსტიტუციების გასაძლიერებლად, შესაძლებლობის შესაქმნელად, რათა დავრწმუნდეთ, რომ კანონის უზენაესობა დაცულია, ხელს შევუწყობთ ინსტიტუციების შენებას კარგ მმართველობას , – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ლიდერების ვიდეოკონფერენციის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით შესაძლებლობების მთელი ნაკრები არსებობს, რომლის შეთავაზებაც ევროკავშირს საქართველოსთვის სურს.

„რას უნდა ელოდოს საქართველო მომავალი პროგრამისგან ? პირველ რიგში, ეს არის მაკროეკონომიკური დახმარების ინტენსიფიკაცია და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვაჭრობის მოცულობის გაზრდა. ასევე, რა თქმა უნდა, უნდა ელოდოს ინვესტიციებს მცირე და საშუალო ზომის ბიზნესში, ინვესტირებას ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ასევე ინვესტიციებს კომუნიკაციების გაძლიერებისთვის, რაც ციფრული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას გულისხმობს. ამ პროგრამაში არის ასევე ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რაც ეკონომიკას უფრო მწვანეს გახდის და კლიმატის ცვლილებებთან გამკლავებას შეუწყობს ხელს. ეს საკითხები მნიშვნელოვანია ჩვენთვის.

გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია ინსტიტუციების გასაძლიერებლად, შესაძლებლობის შესაქმნელად, რათა დავრწმუნდეთ, რომ კანონის უზენაესობა დაცულია, ხელს შევუწყობთ ინსტიტუციების შენებას, კარგ მმართველობას – ამ საკითხების მხარდაჭერა ასევე შედის პროგრამაში“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამისგან ძალიან ცხადი მიზნების კომბინაციას, ეკონომიკურ დახმარებასა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობების გამყარებას უნდა ელოდოს.

„ეს გაზრდის კეთილდღეობას ქვეყანაში, განამტკიცებს ურთიერთობას საქართველოსა და ევროკავშირს შორის და რაც მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გაიზრდება კავშირი, ადამიანები ერთმანეთს უკეთ გაიცნობენ და ბიზნესში ჩაერთვებიან. ამასთანავე, გაჩნდება კარგი შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის, რომ მაგალითად მონაწილეობა მიიღონ ჩვენს საგანმანათლებლო და კვლევით პროგრამებში. შესაძლებლობათა მთელი ნაკრები არსებობს, რომელთა შეთავაზებაც გვსურს საქართველოსთვის“ , – აღნიშნა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები