ეკატერინე ტიკარაძე: კოვიდპანდემიის პირობებში შრომითი უსაფრთხოების როლი მნიშვნელოვანი იყო

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შრომითი უსაფრთხოების როლი კოვიდპანდემიის პირობებში მნიშვნელოვანი იყო.

როგორც ტიკარაძემ მინისტრის ერთწლიანი ანგარიშის პრეზენტაციაზე აღნიშნა, შრომითი უსაფრთხოება ამ ერთი წლის მანძილზე მნიშვნელოვნად გაძლიერდა.

„შრომითი უსაფრთხოება ამ ერთი წლის მანძილზე მნიშვნელოვნად გაძლიერდა და შრომითი უსაფრთხოების როლი კოვიდპანდემიის პირობებში იყო ნამდვილად უდავო და მნიშვნელოვანი. საქართველო იყო ერთერთი პირველი ქვეყანა, შეიძლება ითქვას, მეორე ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები შემდეგ, სადაც მოხდა შრომითი უსაფრთხოების სააგენტოს მხრიდან ყველა საჭირო რეკომენდაციის შემუშავება სამუშაო ადგილებზე კოვიდის არსებობის პირობებში უსაფრთხო სამუშაო გარემოს შესრულების კუთხით“, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები