საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ რვა პაციენტი გამოჯანმრთელდა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ რვა პაციენტი განიკურნა.
ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვებგვერდის მონაცემებით, ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 739-ს შეადგენს.
ამასთან, ბოლო 24 საათში ხუთით გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა და საქართველოში ამ დროისთვის, ჯამურად, აღრიცხულია კორონავირუსის 893 შემთხვევა.
ვირუსით გარდაცვლილია 14 ადამიანი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2710 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 267.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.