ჩინეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ადამიანებზე წარმატებით გამოსცადეს

ჩინურ კომპანია China National Biotec Group-ში (CNBG) განაცხადეს, რომ მათ მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ექსპერიმენტალურმა ვაქცინამ ანტისხეულები გამოიმუშავა. კომპანია გეგმავს, კვლევის ბოლო სტადიებზე ვაქცინა საზღვარგარეთ ადამიანებზე გამოსცადოს.

ამის შესახებ Reuters-ი წერს.

დადგენილია, რომ ვაქცინამ, რომელიც შემუშავებულია უხანში მდებარე სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ და რომელიც კომპანია CNBG Sinopharm-ში შედის, ანტისხეულების მარალი დონე გამოავლინა მნიშვნელოვანი უკუთვისებების გარეშე.

კლინიკურ ცდაში, რომელიც აპრილში დაიწყო, 18 -დან 59 წლამდე ასაკის 1120 ადამიანი მონაწილეობდა.

​CNBG -ში განაცხადეს, რომ საზღვარგარეთ ცდების ჩატარების შესაძლებლობას ეძებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები