ტრამპმა საპოლიციო რეფორმა დააანონსა
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 16 ივნისს პოლიციის რეფორმის შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერს ხელს.
ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში გამართული მრგვალი მაგიდის დროს განაცხადა.
“ყოვლისმომცველი მიზანი ისაა, რომ გვსურს კანონისა და წესრიგის მიღწევას და გვსურს, რომ ეს სამართლიანად, უსაფრთხოდ და პატიოსნად იყოს რეალიზებული”, – თქვა აშშ-ის პირველმა პირმა.
ამასთანავე, თეთრი სახლის ლიდერმა თქვა, რომ ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებში, ძირითადად, დიდი ადამიანები მუშაობენ.
ტრამპს რეფორმების არსზე არაფერი უთქვამს, თუმცა, როგორც AFP წერს, საუბარი შეიძლება, იყოს საპოლიციო ძალის გამოყენების პირობასა და თანამშრომლების სამსახურში აყვანაზე.
ამის პარალელურად, კონგრესში დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიის წევრები ერთმანეთსგან დამოუკიდებლად შესაძლო კანონპროექტებზე მუშაობენ.