მინუს 42 %-დან მინუს 9 %-მდე – კობა გვენეტაძე ფულადი გზავნილების დინამიკით კმაყოფილია

ოფიციალური სტატისტიკით, მიმდინარე წლის აპრილში ფულადი გზავნილების მოცულობა 42.3%-ით შემცირდა, ხოლო მაისში – მხოლოდ 9.6%-ით. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, ეს ფაქტი იმედისმომცემ მოლოდინებს აჩენს და თუ ფულადი გზავნილების დინამიკა ამ დიაპაზონში დარჩება, საგადასახდელო ბალანსის დეფიციტი წელს ისეთი მაღალი აღარ იქნება, როგორსაც ვარაუდობდნენ.

„აპრილში გზავნილები წლიურად 42.3%-ით შემცირდა, მაისში კლება მხოლოდ 9.6% იყო. ეს ნამდვილად კარგი ამბავია. ამ ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, არც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი გვექნება ისეთი მაღალი, როგორსაც აქამდე არსებული საბაზო პროგნოზი აჩვენებდა. ეს კი დადებით გავლენას მოახდენს როგორც ეკონომიკურ აქტივობაზე, ისე, გაცვლით კურსზე”, – წერს კობა გვენეტაძე.
2020 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ $131.8 მლნ აშშ დოლარი (421.6 მლნ ლარი) შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები