ელენა ზელენსკაია ჰოსპიტალიზებულია

უკრაინის პრეზიდენტის მეუღლე, ელენა ზელენსკაია, კორონავირუსის გამო, კიევის ერთ-ერთ საავადმყოფოშია ჰოსპიტალიზებული.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისი იტყობინება.

აღინიშნება, რომ ზელენსკაიას საშუალო სიმძიმის პნევმონია აღენიშნება, თუმცა ის დამატებით ჟანგბადს არ საჭიროებს, ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია.

ამჟამად, უკრაინის პირველი ლედი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

ელენა ზელენსკაიას კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები