ჩრდილოეთ კორეაში, სამხრეთ კორეის საზღვართან აფეთქება მოხდა
ჩრდილოეთ კორეაში, სამხრეთ კორეასთან მოსაზღვრე რაიონში, კესონში ძლიერი აფეთქება მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეის სააგენტო – Yonhap -ი სამხედროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამხრეთ კორეის გაერთიანების სამინისტროში აღნიშნეს, რომ ფხენიანმა სამრეწველო კომპლექსი ააფეთქა, სადაც სეულისა და ფხენიანის კავშირგაბმულობის ერთობლივი ოფისი მდებარეობს.
ჩრდილოეთ კორეის მედიაში მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.
9 ივნისს ჩრდილოეთ კორეამ სეულთან ყველა კავშირი გაწყვიტა. მანამდე კი ფხენიანში განკარგულება გასცა, რომ ორ ქვეყანას შორის კომუნიკაცია ყველა არხით შეწყდეს, მათ შორის, სამხედრო და სპეციალური კავშირებით.