სასტუმროების დაჯავშნა გააქტიურდა – ფასები ერთი მესამედით შემცირდა
“თიბისი კაპიტალის” მიერ 17 ბრენდირებულ სასტუმროში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, დატვირთულობის წინასწარი მაჩვენებლები თბილისსა და რეგიონებში ივლისში 3-10%-ის, აგვისტოში 8-11%-ის, ხოლო სექტემბერში 12-35%-ის ფარგლებში მერყეობს.
“სასტუმროების ჯავშნები ივნისი-ოქტომბერში გარკვეულ მოსალოდნელ აქტივობაზე მიუთითებს”, – აღნიშნავს საინვესტიციო კომპანია.
“თიბისი კაპიტალის” მონაცემებით, საზაფხულო კურორტებში მნიშვნელოვანი კლებებია საშუალო დღიურ ფასში. 2019 წლის ივნისთან შედარებით, ფასები ერთი მესამედით შემცირდა.