გასულ წელს საქართველოს სასაკლაოებზე 40 329.1 ტონა ხორცი აწარმოეს

საქსტატის მონაცემებით, სასაკლაოების მიერ 2019 წლის განმავლობაში 40 329.1 ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 40.4 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 38.8 პროცენტი – ფრინველის, 16.8 პროცენტი – ღორის, 3.9 პროცენტი – ცხვრისა და თხის ხორცზე. სულ დაკლულია 438.6 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 38% – მსხვილფეხა, ხოლო 62% – წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა).
ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური – 24.9 ლარი, ცხვრის ან თხის – 11.4 ლარი, ხოლო ღორის – 22.4 ლარი. გასულ წელს საქართველოში 106 სასაკლაო ფუნქციონირებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები