გიორგი გახარიამ მხარდაჭერისა და დახმარებისთვის საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ლოპოტას ტბაზე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„უდიდესი პატივია დღეს ამ შეხვედრის აქ გაკეთება, რადგან დღეს არის 15 ივნისი, დღეს საქართველოში გაიხსნა შიდა ტურიზმი, რაც ნიშნავს იმას, რომ კახეთის რეგიონს გაუმართლა. მას, როგორც ტურისტები, ეწვივნენ ჩვენი ქვეყნის ყველაზე საუკეთესო მეგობრები, ჩვენი ელჩები. ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ყველაფერს, რაც დაკავშირებულია დღეის მდგომარეობით ტურიზმის აღდგენასთან და ამას აქვს დიდი მნიშვნელობა ქვეყნისთვის, განსაკუთრებით ამ რეგიონისთვის.
პირველ რიგში, უდიდესი მადლობა მინდა, გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, პირველ რიგში, აქ ყოფნისთვის, მაგრამ ამასთან ერთად, იმ დახმარებისთვის, რომელსაც ჩვენი მეგობრები უწევდნენ ჩემს ქვეყანას. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ის გამარჯვება, რომელიც ჩვენ შეგვიძლია, დღეს ჯერჯერობით ვთქვათ, რომ საქართველომ შეძლო ვირუსის პირველი ეტაპის შეჩერებით, მეორე ეტაპის შეკავებით და ახლა გადავდივართ უკვე მესამე, მართვისა და ადაპტაციის ეტაპზე წარმატებულად, ამაში, რა თქმა უნდა, არ არის მხოლოდ საქართველოს მთავრობის დამსახურება. ამაში არის ძალიან დიდი დამსახურება თითოეული ჩვენი მოქალაქის და რა თქმა უნდა, ჩვენი მეგობრების. მე არ მინდა, აქ არავინ გამოვყო, ყველამ კარგად იცის ის დახმარება, რომელიც თქვენ გაუწიეთ ჩვენ ქვეყანას“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.