ამირან გამყრელიძე: ყოველდღიურად კორონავირუსის 9-15 ახალი შემთხვევა პანიკის საფუძველი არ არის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევათა ის რაოდენობა, რაც ბოლო პერიოდში საქართველოში ფიქსირდება, მოულოდნელი არ ყოფილა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა სიფრთხილე გამოიჩინონ.

„ის, რაც ბოლო 4-5 დღის განმავლობაში ხდება, როდესაც ჩვენ გვაქვს 9, 11, 13, 14, 15 შემთხვევა ყოველდღიურად, ეს პრინციპში პროგნოზირებადი იყო, ეს არ არის მოულოდნელობა. პროგნოზირებადი იყო იმ თვალსაზრისით, რომ მოგეხსენებათ, ეკონომიკა იხსნება, მეტი მობილობაა და ეს ასე უნდა ყოფილიყო. მაგრამ ეს არ არის არც პანიკის, არც რაღაც შეშფოთების საფუძველი, თუმცა სიფრთხილე აუცილებლად გვმართებს. ეს ყველაფერი მართვადია. ხაზგასმით მინდა, გითხრათ, რომ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში კონტროლირებადია და ამ ტიპის სვლით ჩვენ არაფერი პრობლემა არ შეგვექმნება. ჯანდაცვის სისტემა მართავს ამ ინფიცირებულებს. ერთი ასეთი დინამიკა შეიმჩნევა, რომ დღეს საღამოს ან ხვალ, ალბათ, გამოქვეყნდება ჩვენი მეორე მიმოხილვა და ნახავთ იქ, რომ შედარებით იმატებს ე.წ მსუბუქ შემთხვევათა რიცხვი, საშუალო და მძიმე შემთხვევებთან მიმართებაში და ეს ახალი დადასტურებული შემთხვევებიც, შემიძლია გითხრათ, რომ კლინიკურად შედარებით უფრო დამაკმაყოფილებლად მომდინარეობს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები