საქართველოში კორონავირუსის კიდევ 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 837 შემთხვევა არის დადასტურებული.

ამავე მონაცემებით, გამოჯანმრთელდა კიდევ სამი პაციენტი და საერთო რაოდენობა 697-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 13 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 3213 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 303.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები