უკრაინის ელჩი: სააკაშვილი ოფიციალური პირი არ არის უკრაინაში, მაგრამ ქართველია და საქართველო სულ მის გულშია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თმით, უკრაინაში სააკაშვილი ოფიციალური პირი არ არის და არც საქართველოს მოქალაქეა, თუმცა როგორც მან აღნიშნა, ის არასოდეს შეწყვეტს ქართველობას.

“შეხვედრაზე ერთ-ერთი საკითხი იყო სააკაშვილის განცხადება, რომელიც საქართველოში სიტუაციას ეხება. უკრაინის პოზიცია არის, რომ სააკაშვილი არ არის ოფიციალური პირი უკრაინაში, ის არ არის აღმასრულებელი შტოს ნაწილი, ის არ არის საქართველოს მოქალაქე, მაგრამ არის ქართველი და არასოდეს შეწყვეტს ქართველობას.
საქართველო მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, არა მხოლოდ წარსული პოლიტიკური, არამედ ახლაც, საქართველო სულ მის გულშია. ერთმანეთთან სასაუბროდ სპეციალური ნოტები არ გვჭირდება, ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ. სატელეფონო ზარი საკმარისია ან შეხვედრა, თუ საჭიროა. სააკაშვილის საკითხი დღის წესრიგში არის“,- განაცხადა უკრაინის ელჩმა.
ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც აუდიენცია უკვე გამართა.
​საქართველოს ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ სააკაშვილის განცხადებები ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევაა.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ის არ აპირებს, მშვიდად უყუროს საქართველოს განადგურებასა და საბოლოო მოსპობას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები