გერმანიის ბუნდესტაგის წევრი: 8 მარტის შეთანხმება საარჩევნო სისტემაში ცვლილებას ითვალისწინებს

“8 მარტის შეთანხმების შესრულება რომელიც საარჩევნო სისტემაში ცვლილების შეტანასა და პროპორციული წესით არჩეული პარლამენტის წევრის 120 მანდატსა და მაჟორიტარული წესით არჩეული პარლმენტის წევრის 30 მანდატს ითვალისწინებს”, – ამის შესახებ ბუნდესტაგის წევრმა და გერმანიის მთავრობის კოორდინატორმა რუსეთის, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, დირკ ვიზემ ანრი ოხანაშვილთან ვიდეოზარით საუბრისას განაცხადა.

დირკ ვიზემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს პოლიტიკური ჯგუფების მიერ 8 მარტის შეთანხმების ისტორიულ მიღწევასა და ყველა იმ მხარის ურთიერთნდობასა და კომპრომისზე, რომლებიც საქართველოს პოლიტიკური სისტემის დეპოლარიზებასა და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის უკეთესი გარემოს შექმნაში მონაწილეობენ.

მან ყურადღება გაამახვილა აგრეთვე პოლიტიკური დიალოგის ხელშემწყობთა როლზე და გამოეხმაურა მათ გამოძახილს, დაცულ იქნეს 8 მარტის შეთანხმების პირობები და სულისკვეთება მისი წარმატებით განხორციელების მიზნით.

ონლაინშეხვედრისას საქართველოში მიმდინარე მოვლენები და გერმანია-საქართველოს ურთიერთობები განიხილეს. ანრი ოხანაშვილმა მოკლედ შეაჯამა Covid-19-ის კრიზისის საპასუხოდ საქართველოს რეაგირებისა და ეკონომიკის აღდგენისკენ მიმართული ღონისძიებები, ხოლო ვიზემ საქართველოს ხელისუფლებისა და მოქალაქეების მიერ პანდემიაზე სწრაფი, ეფექტიანი და წარმატებული რეაგირების მიმართ მაღალი შეფასება გამოთქვა, აგრეთვე საქართველოს მიმართ გერმანიისა და ევროპის მხარდაჭერა გამოხატა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები