რომელ უწყებებს ეზრდება და უმცირდება დაფინანსება – კოვიდ 19-ის გავლენა ბიუჯეტზე

განახლებული ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2020 წელს სახელმწიფოს ხარჯები ჯამურად 1.5 მილიარდი ლარით იზრდება და 15.9 მილიარდ ლარს უტოლდება. ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები შეადგენს 8.98 მილიარდ ლარს, რაც, დაგეგმილთან შედარებით, 1.48 მილიარდი ლარით ნაკლებია.

2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საგადასახადო შემოსავლები ასე გადანაწილდება:
დღგ – 3.75 მილიარდი ლარი, კლება 643.9 მლნ ლარი;
საშემოსავლო გადასახადი – 2.99 მილიარდი ლარი, კლება 425 მილიონი ლარი (აქედან 230 მლნ ლარის კლება 750 და 1500 ლარამდე ხელფასებზე საგადასახადო შეღავათს უკავშირდება);
მოგების გადასახადი – 840 მილიონი ლარი, კლება 130 მილიონი ლარი;
აქციზი – 1.32 მილიარდი ლარი, კლება 75 მლნ ლარი;
40 მილიონი ლარითაა შემცირებული პრივატიზაციის გეგმა და ის 90 მილიონ ლარს შეადგენს.

600 მილიონი ლარით მცირდება მიმდინარე და კაპიტალური ხარჯები: სხვადასხვა უწყების მიმდინარე ხარჯები 298 მილიონი ლარით, კაპიტალური ხარჯები კი 301 მილიონი ლარით შემცირდება. საბიუჯეტი დაფინანსება უმცირდება შემდეგ უწყებებს:

1. ინფრასტრუქტურის სამინისტრო ბიუჯეტი – 1.82 მილიარდი ლარი, კლება -251.3 მლნ ლარი;

2. მათ შორის, საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებები – ბიუჯეტი – 1.2 მილიარდი ლარი, კლება -117.45 მლნ ლარი;

3. მათ შორის, ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა – ბიუჯეტი – 619.2 მლნ ლარი, კლება -85.5 მლნ ლარი;

4. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო – ბიუჯეტი – 1.54 მილიარდი ლარი, კლება -127.7 მლნ ლარი;

5. თავდაცვის სამინისტრო – 805.0 მლნ ლარი, კლება -75 მლნ ლარი;

6. ფინანსთა სამინისტრო – 81.0 მლნ ლარი, კლება -12 მლნ ლარი;

7. შსს – ბიუჯეტი – 760.0 მლნ ლარი, კლება -10 მლნ ლარი;

8. საერთო სასამართლოები – 76.4 მლნ ლარი, კლება -8 მლნ ლარი;

9. პარლამენტი – ბიუჯეტი – 60.7 მლნ ლარი, კლება -4 მლნ ლარი;

10. საგარეო საქმეთა სამინისტრო – ბიუჯეტი – 156.0 მლნ ლარი, კლება -3 მლნ ლარი;

11. სსიპ − ახალგაზრდობის სააგენტო – ბიუჯეტი – 3.5 მლნ ლარი, კლება -1.5 მლნ ლარი;

12. მთავრობის ადმინისტრაცია – ბიუჯეტი – 15.5 მლნ ლარი, კლება -1 მლნ ლარი;

13. სახელმწიფო აუდიტის სამსახური – ბიუჯეტი – 15.5 მლნ ლარი, კლება -1 მლნ ლარი;

14. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო – ბიუჯეტი – 5.6 მლნ ლარი, კლება -1 მლნ ლარი;

15. სუს-ი – ბიუჯეტი – 136.5 მლნ ლარი, კლება -1 მლნ ლარი;

16. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია – ბიუჯეტი – 6.3 მლნ ლარი, კლება -0.75 მლნ ლარი;

17. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი – ბიუჯეტი – 2.5 მლნ ლარი, კლება -0.7 მლნ ლარი;

18. სსიპ − საპენსიო სააგენტო – ბიუჯეტი – 4.5 მლნ ლარი, კლება -0.5 მლნ ლარი;
19. კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება 1.54 მილიარდი ლარით იქნება განსაზღვრული, რაც დაგეგმილზე 127.7 მილიონი ლარით ნაკლებია.

კლების პარალელურად, გარკვეულ ნაწილში ეზრდება დაფინანსება ცალკეულ უწყებებს: ყველაზე მეტად, 1.153 მილიარდი ლარით ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება იზრდება. უწყება გაზრდილ ბიუჯეტს ასე გადაანაწილებს:

✓ დაქირავებით დასაქმებულთა დახმარება, რომელთაც დაკარგეს შემოსავალი (200 ლარი 6 თვის განმავლობაში) – 450,0 მლნ ლარი;

✓ თვითდასაქმებულთა 300 ლარიანი დახმარება – 75,0 მლნ ლარი;

✓ მოსახლეობის კომუნალური ხარჯების სუბსიდირებისთვის – 170,0 მლნ ლარი;

✓ 65-დან 100 ათას სოციალურ სარეიტინგო ქულამდე მყოფი ოჯახების დახმარება – 48,0 მლნ ლარი;

✓ შშმ პირთა დახმარება – 24,0 მლნ ლარი;

✓ ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის მზადყოფნის გაუმჯობესება – 60,0 მლნ ლარი; ✓ ვირუსის გავრცელების პრევენციისა და ჯანდაცვის ხარჯები – 285,0 მლნ ლარი;

✓ დევნილთა სახლების შესყიდვა – 20,0 მლნ ლარი;

ბიუჯეტის განახლებული პროექტით, 125%-ით იზრდება ეკონომიკის სამინისტროს დაფინანსება და ის 822.4 მილიონ ლარს მიაღწევს. თანხა ასე ნაწილდება:

✓ საკრედიტო-საგარანტიო სქემის დასაფინანსებლად – 330,0 მლნ ლარი;

✓ სასტუმროების საპროცენტო ხარჯის სუბსიდირებისთვის – 70,0 მლნ ლარი;

✓ მცირე გრანტების გასაცემად – 20,0 მლნ ლარი;

✓ სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა – 20,0 მლნ ლარი;

✓ საკარანტინო სივრცეებით მომსახურების ანაზღაურებისა და ფრენების სუბსიდირებისთვის – 45,0 მლნ ლარი.

წელს მთავრობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტს 123.8 მილიონი ლარით უზრდის და უწყება ჯამურად 476.9 მილიონი ლარით ფინანსდება. ასიგნებები ასე ნაწილდება:

● ერთიანი აგროპროექტი – 211.8 მილიონი ლარი, ზრდა 69.3 მილიონი ლარი;

● ახალი COVID-19 – დან გამომდინარე სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის ღონისძიებები – 70 მილიონი ლარი;

● მევენახეობა-მეღვინეობის განვითარება – 80 მილიონი, ზრდა 69 მილიონი ლარი.

75 მილიონი ლარით მცირდება საჯარო სექტორში დასაქმებულთა სახელფასო ფონდი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები