ონლაინშეხვედრა ზურაბ ყიფშიძესთან

11 ივნისს,18:00 საათზე, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ფეისბუქგვერდზე მსახიობ ზურაბ ყიფშიძესთან ონლაინშეხვედრა გაიმართება.
შეხვედრა იქნება ინტერაქტიული. ონლაინრეჟიმში კითხვის დასმა ყველას შეეძლება.
თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ინფორმაციით, მსურველს შეეძლება მასთან ერთად იმსჯელოს „როგორც მის როლებზე, ასევე თუმანიშვილის თეატრის აწმყოზე /თუ ვინმეს აინტერესებს, წარსულზეც/ და რაც მთავარია, მომავალზე. იმედია, ერთად გადავიტანთ ამ რთულ პერიოდს და მალე შევხვდებით ჩვენს პატარა, ლამაზ და განსაკუთრებულ თეატრში“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები