ვახტანგ გომელაურმა გარდაცვლილი ექსპერტ-კრიმინალისტის ოჯახს მიუსამძიმრა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა მარნეულში ექსპერტ-კრიმინალისტის საიბ გეიდაროვის ოჯახს მიუსამძიმრა.

საიბ გეიდაროვი 3 ივნისს თბილისში პროფესიული მოვალეობის შესრულებისას მძიმედ დაშავდა. ის გუშინ, საავადმყოფოში გარდაიცვალა. პოლიციის მაიორს მეუღლე, სამირა შარიფოვა და ორი არასრულწლოვანი, 13 და 16 წლის შვილები დარჩა.

როდესაც მარნეულის მუნიციპალიტეტი კარანტინის ზონაში მოექცა, გეიდაროვი მარნეულში დარჩა და ადგილობრივ პოლიციას ეხმარებოდა. ის ბოლო წუთამდე წითელ ზონაში იყო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები