ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ე.წ. ოპერატიული შტაბის ცნობით, კორონავირუსი მოსკოვიდან დაბრუნებულ კიდევ ერთ კურსანტს დაუდასტურდა და ის გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 36 შემთხვევაა დადასტურებული. რვა ამჟამად სტაციონარულ მკურნალობას გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გადის, ერთი გარდაიცვალა, 27 კი გამოჯანმრთელდა.