„ზაზა გოროზია და ლადო ვარძელაშვილი აგვისტოს ომის დღეებში რუს გენერლებს მძღოლებად ემსახურებოდნენ“

   გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი „ნაციონალურ მოძრაობას“ რუსეთის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს. როგორც დევდარიანმა გაზეთ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას განმარტა, „ნაციონალებმა“ რუსებთან “ენგურჰესის” გასაიდუმლოებულ ხელშკრულებაზე მოაწერეს ხელი, რომლის თანახმადაც ომის დასრულებისთანავე ჰესი რუსეთს გადაეცა. ნანა დევდარიანი რუს გენერლებთან „ნაციონალების“ პარტიული სახეებისა და გუბერნატორების კავშირსაც იხსენებს. მისი თქმით, აგვისტოს ომის დღეებში, წინა ხელისუფლების გუბერნატორები რუს სამხედროებს საკუთარი მანქანებით დაატარებდნენ და მათი მძღოლები იყვნენ. „პრორუსული ძალა თუ შეიძლება ვინმე იყოს, ეს სააკაშვილი და მისი “ნაცმოძრაობაა”, რადგან ყველა მეტ- ნაკლებად მნიშვნელოვანი ობიექტი მიჰყიდეს რუსებს. აღარაფერს ვიტყვი “ენგურჰესის” გასაიდუმლოებულ ხელშკრულებაზე, რომლის საფუძველზეც ჰესი რუსებს ომის დამთავრებისთანავე გადაეცათ. ახლა გეკითხებით, ვინც ყველაფერი მისცა რუსებს, პირველ რიგში კი 15-წლიანი მცდელობის შემდეგ ჩვენი ტერიტორიების დამოუკიდებლად აღიარების საშუალება, არის თუ არა ის პრორუსული ძალა? „ნაციონალური მოძრაობის” გუბერნატორები და პარტიული სახეები მძღოლად ემსახურებოდნენ რუს გენერლებს. თუნდაც გოროზია სამეგრელო- ზემო სვანეთში და შიდა ქართლში ლადო ვარძელაშვილი, ისინი აგვისტოს ომის დღეებში რუს გენერლებს საკუთარი მანქანებით დაატარებდნენ და მათი მძღოლები იყვნენ“,- განაცხადა ნანა დევდარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები