ლევან მახაშვილი: სიძულვილის ენა ვერ იქნება ნორმა

“სიძულვილის ენა ვერ იქნება ნორმა,”- ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.

„პასუხისმგებლობის თვალსაზრისითაც არის იმგვარი სიმძიმის დანაშაული, რომ მას შეიძლება ასევე მოჰყვეს პატიმრობა. სტრასბურგის სასამართლომ ადამიანის უფლებების დაცვის საუკეთესო ევროპული სტანდარტი. ეს არის ის, რომ სიძულვილის ენა ვერ იქნება ნორმა“, – აღნიშნა მახაშვილმა.

შეგახსენებთ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სლოვენიის სასამართლოს გადაწყვეტილება განიხილა. ლუბლიანის საოლქო სასამართლომ მოსარჩელე დამნაშავედ ცნო შეურაცხყოფის ორი და ცილისწამების ერთი ეპიზოდისთვის და სასჯელის სახით 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები