დენის სალუქვაძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ირემაძეებში მიმდინარე სარწყავი არხის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ირემაძეებში მიმდინარე სარწყავი არხის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო და ადგილზე არსებული ვითარება დაათვალიერა.
აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრას ასევე, მინისტრის მოადგილეები, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე და აგროსერვის ცენტრის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
“პროგრამის ფარგლებში სარწყავი არხების დაზიანებულ მონაკვეთებზე მოეწყო პოლიეთილენისა და ფოლადის მილები. ასევე, არხი სრულად გაიწმინდა. აღნიშნული არხის საერთო სიგრძე 6 კილომეტრია, რომელიც 80-მდე ოჯახს მოემსახურება, ხოლო
გასარწყავიანებელი ფართობი 55 ჰექტარს შეადგენს.
2026 წელს ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში არსებული 5 სარწყავი არხის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია განხორციელდება.
დღევანდელი მდგომარეობით, რეაბილიტირებულია 12 კმ სარწყავი არხი. ასევე, მოვლა-აღდგენის სამუშაოები ჩატარდა 20 არხზე, საიდანაც 11 სარწყავი არხი სრულად აღდგა, ხოლო 11 არხზე სარეაბილიტაციო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.
ჯამში, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის შედეგად სარგებლობას მიიღებს 332 ოჯახი, ხოლო მოვლა-შენახვის ღონისძიებების ფარგლებში 1 390 ოჯახი”,- ნათქვამია ინფორმაციაში.