ლევან ნიკოლეიშვილი: ხელისუფლებას ბევრი კოზირი აქვს ხელში, რომ არჩევნებზე გამარჯვება მოიპოვოს

“ხელისუფლებას ბევრი კოზირი აქვს ხელში, რომ არჩევნებზე გამარჯვება მოიპოვოს”, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ლევან ნიკოლეიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მმართველ გუნდს აქვს შანსი, ხელისუფლებაში კვლავ უმრავლესობით მოვიდეს.

„ქართულ ოცნებას” ამ სიტუაციაში აქვს ძალიან კარგი შანსი, რომ ისევ უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში. რატომ აქვს ეს შანსი? ჩვენს ამომრჩეველს სხვანაირი აზროვნება ჩამოუყალიბდა. ეს იძლევა ამის საფუძველს. კორონამ დიდი როლი ითამაშა მათი პოზიციების გაძლიერებაში. ერთია, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ კარგი შედეგის დადება მოხდა. პოსტკორონა სიტუაციაშიც საკმაოდ კარგად იქცევა ხელისუფლება. რა თქმა უნდა, ვისურვებდით, რომ უკეთესი შედეგები ჰქონდეს, იგივე, დახმარებები 200 და 300 ლარი კი არ იყოს, არამედ – მეტი; შვეიცარიაზე გაცილებით კარგად ვცხოვრებდეთ, მაგრამ ესენი აკეთებენ კარგ რაღაცებს რა მხრივ – იმ რესურსსა და საშუალებებზე დაყრდნობით, რაც რეალურად აქვს სახელმწიფოს, იმას სთავაზობენ საზოგადოებას. ეს შეთავაზება არაა ცუდი. ამ შეთავაზებებით რეალობას ხედავს ხალხი.
ადამიანები ასევე უყურებენ სტაბილურობის საკითხს, რაც ძალინ მნიშვნელოვანია. ისინი ორიენტირებულები არიან იმაზე, რომ იცხოვრონ წყნარად, გააკეთონ საქმე, ასე თუ ისე, ოჯახები არჩინონ. ამის ხელშემწყობი დღეს ყველაზე მეტად „ქართული ოცნებაა“.
პლუს ამას, ხელისუფლებამ კრიზისის დროს საკუთარი თავი ძალიან კარგად გამოავლინა.
ხელისუფლებას ბევრი კოზირი აქვს ხელში, რომ არჩევნებზე გამარჯვება მოიპოვოს“, – განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები